გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას უკრაინის ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს „შეაჩეროს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ და „უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, 99-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ცალკე შეიცავს მოთხოვნას დოკუმენტი ცალკე შეიცავს მოთხოვნებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედრო და სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სადგური უკრაინის სრულ კონტროლს.

რეზოლუციის წინააღმდეგ 9 დელეგაციამ (ბელარუსი, ბურუნდი, ერიტრეა, კუბა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთის ფედერაცია, სირიის არაბთა რესპუბლიკა) მისცა ხმა, 60-მა კი თავი შეიკავა.



გერმანიის პრესის სააგენტო (DPA) აღნიშნავს, რომ თუმცა 99 ქვეყნის მიერ მოწონება, ჩვეულებრივ, რეზოლუციისთვის წარმატებად ითვლება, წინა რეზოლუციას უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ 140-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.