გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სოციალურ ქსელში წერს, რომ საკმარისია ესკალაცია. ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს.

„ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა. ირანის სარაკეტო დარტყმები თელ-ავივში. საკმარისია ესკალაცია. შეჩერების დროა. მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.