გაეროს სატელიტურმა ცენტრმა, UNOSAT-მა 29 თებერვალს შეგროვებული სატელიტური სურათები ბოლო კონფლიქტის დაწყებამდე და მის შემდეგ გადაღებულ სურათებს შეადარა და დაადგინა, რომ ღაზაში ყველა შენობის 35% (88,868 ნაგებობა) დაზიანებული ან განადგურებულია, მათ შორის, 31,198 ნაგებობა დანგრეულია, 16,908 - ძალიან დაზიანებული და 40,762 - ზომიერად დაზიანებული.

წინა მთლიან მაჩვენებელთან (30%) შედარებით, დაზიანებული კონსტრუქციების რიცხვი 20,000-მდე გაიზარდა. 


„ყველაზე მეტად დაზარალდა ხან-იუნისისა და ღაზას პრონვიციები - ხან იუნისში დაზიანდა 12,279 ახალი კონსტრუქცია, ხოლო ღაზაში - 2,010“, - განაცხადა გაეროს სატელიტურმა ცენტრმა.