გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.

"რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია", – განაცხადა მერცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი სწავლება.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე თვითონ ვამბობდი, რომ Taurus-ისთვის საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი მომზადება", – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, Taurus-ის ტიპის რაკეტების ნახევარი წლის ან ერთი წლის შემდეგ უკრაინისთვის გადაცემა დღეს უკრაინას სარგებელს არ მოუტანს. მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების საკითხთან დაკავშირებით მერცმა განაცხადა: "ყველაფერი, რაც უსაფრთხო იურიდიულ საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია".