გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, გამოცემა ZDF-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის კონფლიქტის დასრულების სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკა.
მერცმა აღნიშნა, რომ მთავრობაში უკრაინაში გერმანული სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესახებ საუბარი არ მიდის.
კითხვაზე იქნება თუ არა მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა 2026 წლამდე კანცლერმა ასე უპასუხა:
"არ ვკარგავ იმედს, რომ ცეცხლის შეწყვეტას (2026 წლისთვის) შევძლებთ, მაგრამ ამავდროულად ილუზიების ტყვეობაშიც არ ვარ".
გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ ომი შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ კონფლიქტის დასრულების დაჩქარება "არ უნდა მოხდეს უკრაინის დანებების ფასად".