მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიშინეუს ეწვივნენ.
ევროპელ ლიდერებს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, სადაც სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პროევროპულმა პარტიამ 101-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში, წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, შესაძლოა, ამჟამინდელი 61 მანდატი დაკარგოს და მხოლოდ 41 ადგილი მოიპოვოს.
თარგმანი: პირველი არხი