გერმანიის ქრისტიან-დემოკრატების კავშირის ლიდერი და მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს თეთრ სახლში სკანდალი განზრახ გამოიწვია ამერიკულმა მხარემ.
მერცის თქმით, მან რამდენჯერმე უყურა ტრამპ-ზელენსკის შეხვედრის კადრებს ოვალურ კაბინეტში.
"ჩემი აზრით, ოვალურ კაბინეტში ამ შეხვედრაზე ზელენსკის განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა, მაგრამ, ცხადია, მოხდა მიზანმიმართული ესკალაცია. როგორც წესი, ეს პრესშეხვედრები მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. პარასკევს ყველაფერი სხვაგვარად იყო," - თქვა მერცმა.
მან აღნიშნა, რომ "ის საკმაოდ გაკვირვებული იყო, მათ შორის, დიალოგის ორმხრივი ტონით."
მერცმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება ჯდება აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელ ქცევაში.
"არის გარკვეული თანმიმდევრობა რიგ მოვლენებში ბოლო კვირებში და თვეებში, მათ შორის ამერიკის დელეგაციის გამოჩენა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ახლა ვაშინგტონიდან ვაკვირდებით," - თქვა გერმანიის მომავალმა კანცლერმა.
მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გამოფხიზლების ზარი ევროპელებისთვის და მათი თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის.
"მე ვემხრობი, რომ მოვემზადოთ მომდევნო წლებში და ათწლეულებში ბევრის, ბევრად მეტის გასაკეთებლად საკუთარი თავის დასაცავად," - განაცხადა მერცმა.