ვილნიუსის მთავარი აეროპორტი რამდენიმე საათით დაიხურა საჰაერო ბურთების გამო, რომლითაც კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდათ. 

„ევრონიუსის“ ცნობით, ინციდენტი გასულ კვირას მოხდა.

შედეგად გადაიდო 30 ფრენა. დაზარალდა 6 000 მგზავრი.

პოლიციამ ამოიღო თერთმეტი მეტეოროლოგიური საჰაერო ბურთი, რომელშიც 18 000 კოლოფი სიგარეტია აღმოჩენილი.

სამართალდამცველები განმარტავენ, რომ კონტრაბანდისტები სიგარეტის ბელარუსში გადასატანად საჰაერო ბურთებს საკმაოდ ხშირად იყენებენ.

გასულ კვირას ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 25 ასეთი საჰაერო ბურთი შენიშნეს. გასულ წელს, ლიეტუვამ ბელარუსისკენ მფრინავი 966 საჰაერო ბურთი, ხოლო წელს 544 ჩამოაგდო. ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ბელარუსის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

თარგმანი: პირველი არხი