ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ფაშინიანი ასევე დაემუქრა ოპოზიციური კანდიდატების კუთვნილ კომპანიებს ნაციონალიზაციით; 

აღსანიშნავია, რომ ნაციონალიზაციის პროცედურები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც დაიწყო.

საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა კანდიდატებს შორის ხშირი პირადი თავდასხმებით.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ფარაჰ კარიმიმ განაცხადა, რომ აღინიშნა სიძულვილის წაქეზება და ხმების მოსყიდვის ბრალდებები.

აღინიშნა ისიც, რომ მთავრობის თანამშრომლებზე ასევე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

ამომრჩევლების დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა „შეფერხდა პოლარიზებული მედია გარემოთი და მოვლენების მიკერძოებული გაშუქებით მანიპულაციური ინფორმაციის გამოყენებით“