სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს სომხეთი რუსეთ-ბელარუსის გარდა "არავის სჭირდება," პოლიტიკური შედეგის სახით მოჰყვება ის, რომ "სომხეთი ალტერნატივის გარეშე აღარასდროს დარჩება".

"ჩვენ ერთ გზაზე, ერთ მოკავშირეზე ან ერთ მილსადენზე დამოკიდებულები არ ვიქნებით. ჩვენ გვაქვს რკინიგზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მანამდე გაიხსნა რკინიგზა აზერბაიჯანის გავლითაც. მალე გაიხსნება TRIPP, ჩვენ ტერიტორიაზე გაივლის ბუნებრივი აირის მილსადენი და ამ ტრანზიტის წყალობით საკუთარი გაზი გვექნება. ამ ტრანზიტისთვის საფასურს გაზში გადაგვიხდიან. ჩვენ ალტერნატიულ ენერგიას განვავითარებთ. სანამ სომხეთი ევრაზესში იქნება და ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმებს გაატარებს, ამ გზას გავაგრძელებთ. როცა არჩევანის დრო დადგება, სომეხი ხალხი არჩევანს გააკეთებს. ჩემი დიდი მიღწევა ისაა, რომ ხალხს ალტერნატივა ჰქონდეს, რათა ვერავინ თქვას, "ვის სჭირდება სომხეთი? სხვა სად წავლენ?" – განაცხადა ფაშინიანმა.