ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი, ვიაჩესლავ მოროზოვი დააკავეს.
მედიის ცნობით, ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარგო პალოსონმა განაცხადა, რომ მოროზოვის საქმეს წინ უძღოდა ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს ინფლიტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში,
სასამართლომ მოროზოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.