თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთს, შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს, რათა დაესწროს ატომური ელეტქროსადგურის გახსნას, რომელიც „როსატომმა“ ააშენა. ამის შესახებ ერდოღანმა ტელერახ ATV-თან ინტერვიუში თქვა.
თურქეთი არ არის რომის სტატუტის წევრი, ამიტომ ის არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პუტინის ვიზიტის შემთხვევაში თურქი სამართალდამცველები ვალდებული არ იქნებიან შეასრულონ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.