ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია ძლიერი უკრაინული ჯარია , - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
"ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია მომავალში ძლიერი უკრაინული ჯარია. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებები, ჩვენ NATO-ს მხარდაჭერით ვართ მსურველთა კოალიციის წევრები. გარწმუნებთ ევროპელები იაზრებენ, რომ საკუთარი უსაფრთხოებაში შეაქვთ წილი, ასევე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხში თქვენი დახმარების იმედი გვაქვს", - განაცხადა მაკრონმა.