საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს რამდენიმე დღეში დანიშნავს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.
როგორც „ფრანს 24“ იუწყება, ელისეის სასახლის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა „მხედველობაში მიიღო“ ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება ფრანსუა ბაირუს მთავრობის დაშლის შესახებ და განაცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი „უახლოეს რამდენიმე დღეში“ დაინიშნება.
საფრანგეთის პარლამენტში დღეს გამართულ კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.
თარგმანი: პირველი არხი