უნდა დავაფინანსოთ უკრაინის დახმარება რუსული გაყინული აქტივებიდან, მოქმედების დროა! - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე წერს.

"საკმარისია საუბარი, მოქმედების დროა!

1. უნდა დავაფინანსოთ უკრაინის დახმარება რუსული გაყინული აქტივებიდან.

2. უნდა გავაძლიეროთ საჰაერო პატრულირება, წვრთნები ბალტიისპირეთში და ევროკავშირის საზღვრები რუსეთთან.

3. სწრაფად უნდა მივიღოთ ახალი ფისკალური წესები ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოებით დასაფინანსებლად.

ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ!".- წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე.