აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სირია შეუერთდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და მაროკოს, რომლებმაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინეს „აბრაამის შეთანხმებების“ ფარგლებში, რომლებიც 2020 წელს აშშ-ს შუამავლობით დაიდო.

„მე ვუთხარი მას, „იმედი მაქვს, თქვენ შემოგვიერთდებით, როდესაც ყველაფერი მოგვარდება“. მან მიპასუხა, „დიახ“. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა შარაასთან შეხვედრა შესანიშნავად შეაფასა.

„მას აქვს რეალური შანსი, ყველაფერი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი