ასეთი განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლის დროს გააკეთა
დასავლეთ პალმ-ბიჩიში მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა დასცინა ისრაელს იმის გამო, რომ ვერ განჭვრიტა „ჰამასის" თავდასხმა და ჩრდილოეთ საზღვარზე რამდენიმე სასიკვდილო შეტაკების ფონზე არ გადავიდა შეტევაზე „ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
ტრამპის თქმით, გასულ კვირას ბევრი რამ წარიმართა არასწორად და ისრაელს მოუწევს ამის გამოსწორება, რადგან ის პოტენციურად მართლაც დიდ ძალას ებრძვის. პოტენციურად ისინი ომში არიან ირანთან. ისინი თამაშებით კი არ უნდა დაკავდნენ, არამედ უნდა განმტკიცდნენ.
„ისინი (იგულისხმება „ჰეზბოლა" - „აიპრესი") ბოროტები და ჭკვიანები არიან" და როდესაც ადამიანები არასწორს რამეს ამბობენ, მათგან ეს ყველაფერი შეიწოვება
ორი დღის წინ ვუსმენდი ბაიდენის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. იმედია, „ჰეზბოლა" არ დაესხმება თავს ისრაელს ჩრდილოეთიდან, ეს ყველაზე მოწყვლადი ადგილია, - თქვეს მათ და მაშინვე გავიფიქრე: „მოიცადეთ, „ჰეზბოლა" ძალიან ჭკვიანია. ისინი ყველანი ძალიან ჭკვიანები არიან."
„მათ ჰყავთ ეროვნული თავდაცვის მდივანი თუ ვიღაც სხვა მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამბობს: „იმედი მაქვს, „ჰეზბოლა" ჩრდილოეთიდან არ დაგვესხმება“. მეორე დილით შეუტიეს... ამ იდიოტს თუ მოუსმენ, ჩრდილოეთიდან დაესხმები, რადგან თქვა: „ეს არის ჩვენი სუსტი წერტილი."
სად გაგონილა, რომ ოფიციალური პირი, თუ იგი მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას არ ისახავს მიზნად, ტელევიზიით ამბობდეს, იმედია აქედან არ დაგვესხმებიან თავს, ეს ჩვენი სუსტი წერტილიაო. აფერის დროს შენ თავად მზად ხარ, ისინი კი არ იყვნენ მზად.
„რაც გინდათ თქვით და ისრაელი მზად არ იყო. დიდი სიურპრიზი იყო. საშინელი მოვლენა მოხდა. ისინი არ იყვნენ მზად. თუ გსურთ, რომ შემოგიტიონ, რადგან გყავთ მილიონი იარაღიანი ადამიანი და აპირებთ ისინი ჯოჯოხეთს გაამგზავროთ, მაშინ ზუსტად ამას გააკეთებთ... მაგრამ მათ ეს განზრახვა არ ჰქონდათ", - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აგრეთვე გაიხსენა მისი ადმინისტრაციის მიერ ისლამის რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფ „ყუდსის" მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლა და გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუმ მკვლელობაში აქტიური მონაწილეობაზე ბოლო წუთს განაცხადა უარი.
„არასდროს დამავიწყდება, რომ ბიბი ნეთანიაჰუმ დაგვაღალატა. ეს საშინელება იყო. ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ ჩვენ თვითონ შევასრულეთ სამუშაო და ეს იყო აბსოლუტურად ზუსტი, ბრწყინვალე, მშვენიერი სამუშაო“, მაშინ „ბიბი შეეცადა თავის თავისთვის მიეწერა ეს, მაგრამ არა უშავს.
ნეთანიაჰუს ოფისს ტრამპის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია, ისრაელის მთავრობის წევრმა, კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ კი ისრაელის მე-13 არხს განუცხადა:
„სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი - პროპაგანდას უწყობს ხელს და ავრცელებს რაღაცებს, რომლებიც აზიანებს ისრაელის მებრძოლების და მისი მოქალაქეების სულს".
კარჰის თქმით, ისინი არ უნდა შეწუხდნენ და „არ უნდა ვიფიქროთ მასზე და სისულელეებზე, რომლებსაც ის ლაპარაკობს."
კითხვაზე, ცხადყოფს თუ არა ტრამპის სიტყვები, რომ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება, კარჰიმ უპასუხა: „ცხადია“