შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომავალ ადმინისტრაციაში თანამდებობებზე ახალი დანიშვნების შესახებ განაცხადა.
ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გახდება, კონგრესმენი ფლორიდიდან მეტ გეტცი გენერალური პროკურორი, ხოლო არმიის თადარიგის ოფიცერი ტულსი გაბარდი კი ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში იქნებიან:
სუზი უაილსი - თეთრი სახლის აპარატის უფროსი;
ელიზ სტეფანიკი - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში;
მაიკლ უოლცი - მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში;
ტომ ჰომენი - „საზღვრის მეფე";
მაიკ ჰაკაბი - ელჩი ისრაელში;
ლი ზელდინი - გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი;
სტივენ ვიტკოფი - სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში;
უილიამ მაკკინლი - თეთრი სახლის მრჩეველი;
ჯონ რეტკლიფი - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი;
ილონ მასკი, ვივეკ რამასვამი - მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი;
პიტ ჰეგსეთი - თავდაცვის მინისტრი;
კრისტი ნოემი - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი;
დენ სკავინო - თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილე;
სტივენ მილერი - თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში და მრჩეველი შიდა უსაფრთხოების საკითხებში;
ჯეიმს ბლერი - თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილე საკანონმდებლო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში;
ტეილორ ბუდოვიჩი - თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილე კომუნიკაციებისა და ადამიანური რესურსების საკითხებში.