აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის ფარგლებშიც ბრიუსელი სრულად დააფინანსებს ამერიკული შეიარაღების შესყიდვას, რისი ნაწილიც უკრაინაში გაიგზავნება. 

ტრამპის თქმით, შეთანხმებაში წერია, რომ ევროკავშირი აშშ-ში ფულს დახარჯავს თავდაცვით კომპანიებზე, რაც "სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო."

აშშ-მ 23 ივლისს უკრაინისთვის ორი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელთა ღირებულებაც ჯამში $322 მილიონს უტოლდება. ერთი პაკეტი HAWK Phase III-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს, მეორე კი უკრაინისთვის Bradley-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების შესაკეთებელი ნაწილების მიწოდებას ეხება.