ამის შესახებ ინფორმაციას„სიენენი" აქვეყნებს.

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის სამოქალაქო თაღლითობის ბრალდებების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ 175 მილიონ დოლარამდე შემცირებული გირაო გადაიხადა.

იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდება ძალაში დარჩება, ის იძულებული იქნება სრულად დაფაროს 454 მილიონი საწყისი თანხა და დარიცხული პროცენტი.

გასულ თვეში, ტრამპმა ასევე გადაიხადა 91,6 მილიონი დოლარის გირაო იმის გამო, რომ ელიზაბეთ ჯინ კეროლის ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს არ დაეთანხმა და გაასაჩივრა.