პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკასა და ჩინეთს შორის TikTok-ის შესახებ შეთანხმება შედგა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გართობის უმსხვილეს პლატფორმას ამერიკულ ბაზარზე საქმიანობის გაგრძელების უფლება კვლავ ექნება.
"მადრიდში მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად წარიმართა და შეთანხმებასაც მივაღწიეთ იმ კომპანიასთან დაკავშირებით, რომლის გადარჩენაც ახალგაზრდებს განსაკუთრებულად სურთ", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით, უცნობია, რა სახის გარიგება დაიდო, თუმცა TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-სს ორი არჩევანი აქვს. ან უნდა გადააბაროს მისი კონტროლი ამერიკულ კომპანიას, ან დაემორჩილოს ამერიკულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რასაც ჩინური მხარე დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა.
ცნობისთვის, TikTok-ის თემაზე შედეგის მიღწევის ბოლო რიცხვად 17 სექტემბერი იყო დადგენილი, თუმცა ე.წ. დედლაინიც არაერთხელ გადაიწია.