"ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.