თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტის, ბრაიან კილმიდის რადიო გადაცემაში The Brian Kilmeade Show განაცხადა.

"არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, კარგი იქნება თუ ძალიან დადებითი შეხვედრა გვექნება, რადგან მე ვაპირებ, რომ მათ მოლაპარაკებების საშუალება მივცე. მე არ ვაპირებ მათ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას. 

თუ კარგი შეხვედრა იქნება, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ, თუ ცუდი იქნება, არავის დავურეკავ და წავალ სახლში. თქვენ დაგიკავშირდებით. FOX & Friends-ის ეთერში მოვალ.

მაგრამ, თუ კარგი შეხვედრა იქნება პრეზიდენტ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომლებთანაც, როგორც იცით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი 5%-ის გადახდას დათანხმდნენ. არავინ ფიქრობდა, რომ ისინი 2%-ს მაინც გადაიხდიდნენ, 2%-ს თითქოს იხდიდნენ, თუმცა, რეალურად მათი დიდი ნაწილი არ იხდიდა. ახლა კი 5%-ს იხდიან.

ისინი ძალიან გაერთიანებულნი არიან. მანამდე ასეთი არაფერი მინახავს. ყველას უჭირს დაჯერება თუ რა შევძელით. მე გადავარჩინე NATO. პირველ რიგში გადავარჩინე, შემდეგ კი გავამდიდრე – ჩემი აზრით ეს დიდი მიღწევაა", - განაცხადა ტრამპმა.