აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით შეთანხმების დადებას მიაღწიოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
"უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია ომი რუსეთთან უმალვე დაასრულოს, თუ თავად მოისურვებს, ან გააგრძელოს ბრძოლა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი-ობამამ რუსეთს ყირიმი 12 წლის წინ გასროლის გარეშე გადასცა, რომელსაც უკვე ვერავინ დააბრუნებს,ხოლო უკრაინის ნატოში შესვლაც გამორიცხულია! ზოგი რამ არასოდეს იცვლება", - წერს ტრამპი.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.