ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი" აქვეყნებს.
ირანის მხარდაჭერილი ძალების მიერ სამი ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კლაუდია ტენიმ დონალდ ტრამპი აბრაამის „ისტორიული“ შეთანხმებისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინა.
მისი თქმით, აბრაამის შეთანხმების მიღწევისთვის ძალისხმევა „უპრეცედენტო იყო".
„დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თითქმის ახლო აღმოსავლეთში 30 წლის შემდეგ პირველი ახალი სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევაში. ბიუროკრატები, საგარეო პოლიტიკის „პროფესიონალები“ და საერთაშორისო ორგანიზაციები ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამშვიდობო შეთანხმებები შეუძლებელი იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გარეშე. პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ ეს სიცრუე იყო“, - განაცხადა კლაუდია ტენიმ „ფოქს ნიუსთან".
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე დღემდე სამჯერ იყო წარდგენილი.