ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
„არაფერი არ მაშფოთებს. ფასები, როგორც ყოველთვის, გაკონტროლდება“ - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, როდესაც უპასუხა კითხვას ნავთობის ფასებზე გავლენისა და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შესახებ, რაც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ოპერაციას მოჰყვა.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დროს 48 ლიდერი ერთი დარტყმით იქნა განადგურებული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ენბისი ნიუსის“ ცნობით, მასთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაციები გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს.




