აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტ განცხადებით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება.
როგორც დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.
„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილი ამბობს: „უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივუახლოვდეთ მდგრად მშვიდობას.“ არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ, რათა უკრაინას დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება. ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. დადგა დრო, შეწყდეს ეს სიგიჟე. დადგა დრო შეჩერდეს მკვლელობები. დადგა დრო დასრულდეს აზრსმოკლებული ომი. თუ გინდა, ომი დაასრულო, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს“, – განაცხადა ტრამპმა.