მე NATO-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. შეგიძლიათ, ამის შესახებ გენერალურ მდივანს ჰკითხოთ, -  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, NATO-ს წევრები დაარწმუნა, რომ თავდაცვის ხარჯები ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე გაეზარდათ. 

"მე NATO-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. შეგიძლიათ, ამის შესახებ გენერალურ მდივანს ჰკითხოთ. მან ეს ბევრჯერ თქვა. მე NATO-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, მაგრამ NATO-ც სამართლიანად უნდა მოგვექცეს. დიდი შიში, რაც NATO-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ჩვენ NATO-სთვის უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ და ვიცი, რომ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მე ნამდვილად მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად", – განაცხადა ტრამპმა.