შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელს, ჯერომ პაუელს აკრიტიკებს.
გუშინ, ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დეკემბრიდან მოქმედებს, უცვლელი დატოვა და კვლავ 4.25%-დან 4.5%-მდე დიაპაზონში შეინარჩუნა, რამაც პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია. პრეზიდენტი, მისი სავაჭრო პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური შენელების დაძლევის მიზნით, უკვე კარგა ხანია, რაც საპროცენტო განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს. მოწოდებით.
ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა განაცხადა, რომ განაკვეთებს უცვლელად შეინარჩუნებს მანამ, სანამ ეკონომიკური პერსპექტივები გარკვეულწილად უფრო ნათელი არ გახდება.
ფედერალური სარეზერვო სამსაურის გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პაუელმა მოკლედ ისაუბრა ტრამპის ხშირ კრიტიკასა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებისკენ მოწოდებებზე და განაცხადა, რომ ეს „საერთოდ“ არ იმოქმედებს ფედერალური სარეზერვო სამსახურის ოპერაციებზე.
„ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს გავაკეთებთ, რაც გულისხმობს ჩვენი ინსტრუმენტების გამოყენებას მაქსიმალური დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის ხელშესაწყობად ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პაუელმა. „ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებს, პერსპექტივებს, რისკების ბალანსს და სულ ეს არის. სულ ეს არის, რასაც გავითვალისწინებთ.“
დღეს დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სამსახურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და კვლავ გააკრიტიკა სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი, რომელიც, მისი აზრით, ძალიან აგვიანებს“ საპროცენტო განაკვეთების დაწევას.
„ჯერომ პაუელი არის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს. სხვა მხრივ კი, მე ის ძალიან მომწონს! ნავთობისა და ენერგორესურსების ფასები დაეცა, თითქმის ყველა ხარჯი (საკვები და „კვერცხი“) შემცირდა, ინფლაცია პრაქტიკულად არ არის, ბაჟის ფული აშშ-ში მოედინება - სრული განსხვავებაა „ძალიან გვიანაა““ - წერს დონალდ ტრამპი.