აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების შედეგად შესაძლოა, ხამენეის რეჟიმი დაეცეს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი რეჟიმი შეიძლება დაეცეს". თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ "მიუხედავად იმისა, დაეცემა თუ არა ის, დროის საინტერესო პერიოდი იქნება."
ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა, შეძლებს თუ არა ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე და ოპოზიციურმა ფიგურა, პრინცი რეზა ფეჰლევი ქვეყნის მმართველობაში დაბრუნებას.
ტრამპის თქმით, რეზა ფეჰლევი "კარგი ვინმე ჩანს, მაგრამ არ ვიცი, რა როლს ითამაშებს საკუთარ ქვეყანაში."








