გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინასთან ომის დასრულებას (სადაც ის სრულიად არაეფექტური იყო!), თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას, განსაკუთრებით იმიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებს. ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათ საქმეებში ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს, რათა მსოფლიო, მათ შორის გერმანია, უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა: „ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ნორმალურია, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მან არ იცის, რას ლაპარაკობს. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ასე ცუდად აქვს საქმე“.