აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების შემდეგ, ატლანტას აეროპორტში მედიასთან განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია და ამერიკისთვის სამწუხარო დღეა.
„ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია“- ამბობს დონალდ ტრამპი.
მისივე განცხადებით, მას სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული.
„ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.