ეს საოცარი სამხედრო მიღწევა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, რესპუბლიკური პატიის წევრების წინაშე ვენსეუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერციის შესახებ განაცხადა.
„მათ იცოდნენ, რომ მივდიოდით. თითქმის მთელ ქვეყანაში ელექტროენერგია გამოირთო. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ პრობლემა ჰქონდათ. ეს ბრწყინვალე იყო. ტაქტიკურად ბრწყინვალე. ეს წარმოუდგენელი რამ იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ოპერაციაში კუბელები დაიღუპნენ, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია. მისი თქმით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაცია ადასტურებს, რომ აშშ-ს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს მსოფლიოში.
„ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი, ყველაზე სასიკვდილო და ყველაზე დახვეწილი სამხედრო ძალები მსოფლიოში. ეს არის ყველაზე საშიში სამხედრო ძალები დედამიწაზე. იცით, დიდი ხანია, ვამბობ ამას. ჩვენ ვერავინ დაგვესხმება თავს. დიდი ხანია, მიღებულია, რომ აშშ-ს აქვს უპირატესი სამხედრო ძალა დასავლეთ ნახევარსფეროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი








