ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით 13-15 მაისს ეწვევა.

ჩინეთის საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ჩინეთში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით ჩავა.

ჩინური მხარის ინფორმაციით, ვიზიტი 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის, მარტში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა პეკინში სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრის "დაახლოებით ერთი თვით" გადადება ითხოვა ირანთან ომის გამო.