აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებს ავიამზიდების გაგზავნას სთავაზობდა „სამი კვირის წინ, როცა ომი უკვე დასრულებული იყო“.

„ვუთხარი, მშვენიერია, მადლობა, არ შეწუხდეთ, არ გვჭირდება“, – განაცხადა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ბრიტანული ავიამზიდები საუკეთესო არ არის, „სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით“, – განმარტავს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ნატო-ს წევრი ქვეყნები და აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ჩაერთვება.

„არა, მონაწილეობა ომის დასაწყისში უნდა მიიღოთ ან მის დაწყებამდეც კი“, – განაცხადა დონალდ  ტრამპმა.

ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას  კი ტრამპმა აღნიშნა, რომ სწორი შეთანხმების შემთხვევაში სავაჭრო გზა კვლავ გაიხსნება.