ამ წუთებში დავოსში, ეკონომიკურ ფორიმზე სიტყვით თვითმფრინავის უწესრიგობის გამო დაგვიანებით ჩასული შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის.

დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველი წლის შეფასებით დაიწყო.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფანტასტიკური ამბებით მოვედი. თეთრ სახლში ჩემი პირველი 12 თვის შემდეგ, ამერიკის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა განიცადა, შემოსავლები იზრდება და ინფლაცია დაძლეულია. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდეს ეკონომიკურ აღმავლობას“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საუბარია „ამ დრომდე არანაირ ქვეყანაში არნახულ“ ზრდაზე.

მისი თქმით, ვაშინგტონი „გლობალური ეკონომიკის ძრავაა; როდესაც შეერთებული შტატები აყვავდება, მსოფლიოც აყვავდება“.

შეერთებული შტატების მთავრობის მიღწევების ჩამოთვლის შემდეგ, ტრამპი ევროპის კრიტიკაზე გადავიდა.

თუ ჩვენს მაგალითს მიჰყვებით, თქვენ ბევრად უკეთესი შედეგი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს - თქვა ტრამპმა და განაგრძო:

„მაგალითად, საფრანგეთს მე ვერ ვცნობ“...  „ქარის სადგურების შენება სისულელეა“...