ამის შესახებ აშშ-ს ექსპრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი, როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტის პირველი ქმედებები იქნება: საზღვრის ჩაკეტვა, „გაბურღე, შვილო, გაბურღე!" (ენეგორესურსების მოპოვების ზრდის მიზნით ნავთობზე და გაზზე ბურღვის მხარდამჭერი ლოზუნგი, რომელიც პირველად 2008 წელს გაჟღერდა რესპუბლიკილების ყრილობაზე და რომელსაც მიმდინარე კამპანიის დროს ხშირად იმეორებს დონალდ ტრამპი - „აიპრესი") უსამართლოდ გამომწყვდეული 6 იანვრის მძევლების გათავისუფლება", - წერს აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ პოსტში.