უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონეთსა და ბელგიას ეწვევა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დღეს, დმიტრო კულება პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოგვიანებით, კი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

“განხილვის თემები ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობა და მეორე მშვიდობის სამიტამდე “მშვიდობის ფორმულის” ფართო გლობალური მხარდაჭერის მოზიდვა იქნება”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.