რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც ცდილობს გამარჯვების დღეს დასცინოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ჩვენ არ გვჭირდება არავის ნებართვა. ვაი მას, ვინც ცდილობს გამარჯვების დღეს დასცინოს და ასე სულელურად ხუმრობს. ეს, ალბათ, უფრო მისი დიდი უბედურებაა. ჩვენ კი არავის ნებართვა არ გვჭირდება , რომ ვიამაყოთ ჩვენი გამარჯვების დღით", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.







