თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა, რომელსაც 16 იანვრისთვის 13 ხელმომწერი ჰყავს.
წინადადება ტექსტი გულისხმობს თემთა პალატის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო ღრმა შეშფოთების გამოხატვას.
წინადადება, ასევე, დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში ბიძინა ივანიშვილის როლს გმობს, ითვალისწინებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.