დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 150 ადამიანი დააკავეს.
ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ პალესტინის მხარდამჭერი ჯგუფის, Palestine Action-ის აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, სადაც, სულ მცირე, 150 ადამიანი დააკავეს. ჯგუფი Palestine Action-ი დიდ ბრიტანეთში კანონდებლობით არის აკრძალული.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები სხვადასხვა მხარდამჭერი წარწერით.
კანონმდებლობის მიხედვით, ჯგუფის წევრობა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თარგმანი: პირველი არხი