გერმანიის ახალ მთავრობას მუშაობის დასაწყისში უფრო დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ოლაფ შოლცის მთავრობას 2021 წელს, ხოლო ფრიდრიხ მერცის კანცლერის პოსტზე არჩევით თითქმის 60% არ არის ძალიან კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 4% აფასებს მთავრობას "ძალიან დადებითად" და 38% "დადებითად". 24%-მა შეაფასა "არც ისე დადებითად" და 24%-მა უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა.

მხოლოდ 32%-ს მიაჩნია, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამ თანამდებობისთვის წარმატებული არჩევანია, მაშინ როცა 59%-ს მიაჩნია, რომ ის არც ისე შესაფერისია ამ როლისთვის.