დანიელი პარლამენტარი „ზომიერების" პარტიიდან 15 წლის გოგონასთან ურთიერთობის გამო გარიცხეს.
28 წლის მაიკ ვილა ფონსეკა ზომიერების პარტიიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მან პარტიის კოდექსი დაარღვია და 18 წლამდე ასაკის პირთან ჰქონდა ურთიერთობა.
ფონსეკამ პარტია „ზომიერების" საპარლამენტო ჯგუფის წევრების შეკრებაზე მყოფი გოგონას შესახებ განაცხადა, რომ აპირებს მასთან გადავიდეს საცხოვრებლად, მოგვიანებით, ტელეეთერში კი აღნიშნა, რომ რამდენადაც დაარღვია პარტიის კოდექსი და ურთიერთობა დაამყარა 18 წლამდე ასაკის პირთან, აღარაა პარტიის წევრი.
ფონსეკამ ისე, რომ არ დაუკონკრეტებია გოგონას ასაკი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასთან „ნამდვილი სიყვარული" აკავშირებს, პარტიის დამფუძნებელმა, დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა კი თქვა, რომ გოგონა 15 წლისაა და ფონსეკამ მასთან ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც ის მერვე კლასში იყო.
ფონსეკამ, რომელსაც ამჟამად სამკვირიანი ბიულეტენი აქვს აღებული, აგრეთვე განაცხადა, რომ ამჟამად იგი თავისუფალი დეპუტატია, ბიულეტენიდან გამოსვლის შემდეგ აპირებს სხვა პარტიას შეუერთდეს.
ჩემი ყურადღებას ამჟამად სამი პარტია იქცევს და შესაძლოა, ერთ-ერთს შევუერთდე, - ამბობს ყოფილი მედძმა და მეხანძრე, ამჟამად კი პარლამენტარი მაიკ ვილა ფონსეკა.




