ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრესა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 4 ტერორისტი მოკლეს, ტერორისტების მიერ ატეხილ სროლას კი 9 ადამიანი, მათ შორის 7 პოლიციელი და 1 სასულიერო პირი ემსხვერპლა. დაჭრილია რამდენიმე პირი.

ადრე გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიაში მყოფი 40 ადამიანის მძევლად აყვანის შესახებ პოლიციამ უარყო და განაცხადა, რომ 19 ადამიანი,უსაფრთხოების მიზნით თავად ჩაიკეტა შენობაში, ისინი ამჟამად გათავისუფლებულები არიან. თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დაკავების ოპერაცია გრძელდება.

მოკლული ოთხი ტერორისტიდან ორი დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის გამგებლის ვაჟია. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ტერორისტებმა ისინი დააშინეს და გადაიბირეს, გამგებელი მისი შვილების ტერორისტულ აქტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გადადგა. მას ამჟამად სამართალდამცველები ჰკითხავენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ რუსმა Z-ბლოგერებმა უკვე დაადანაშაულეს უკრაინა.