ბოლო პერიოდში რუსეთის საარტილერიო ცეცხლის მოცულობა 75%-ით არის შემცირებული, თუმცა უკრაინულ და ამერიკული წყაროებს მკვეთრი კლების გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
რუსეთის მხრიდან საარტილერიო ცეცხლის კლების მიზეზებს შორის განიხილება ჭურვების შეზღუდული მარაგი და სამხედრო ტაქტიკის ცვლილება, რაც უკრაინის წარმატებული კონტრიერიშებით არის გამოწვეული.
ამ დრომდე რუსეთის შეიარაღების მარაგთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა დამიზნებადი რაკეტების მარაგს უკავშირდებოდა, მაგრამ სავარაუდოა მოსალოდნელზე უფრო მეტ ხანს გაგრძელებულმა და მოულოდნელმა ომმა რაკეტების გარდა, რუსეთის საარტილერიო ჭურვების საწყობებიც შეამცირა.
გასულ დეკემბერს ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე 40 წლის წინ დამზადებულ ჭურვებს იყენებს, რაც სწორედ კლებად მარაგებზე მიუთითებს. ამასთანავე ამერიკული დაზვერვის ცნობით, რუსეთი ცდილობს საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეისგანაც მიიღოს.