CNN, წმინდა საყდრის ოფიციალურ საინფორმაციო მედიასაშუალება Vatican News-ზე დაყრდნობით წერს, რომ რომის პაპი ფრანცისკე ღაზაში გენოციდის ბრალდებებზე "დეტალურად გამოძიებას" ითხოვს. ეს პაპის ყველაზე მძაფრად გამოხატული კრიტიკაა ისრაელის ჰამასთან ომის საკითხზე.

"რამდენიმე ექსპერტზე დაყრდნობით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებს აქვს გენოციდის ხასიათი. ეს თემა დეტალურად უნდა გამოვიძიოთ, რომ შევაფასოთ შეესაბამება თუ არა ეს იმ განსაზღვრებას, რომელიც ფორმულირებულია იურისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ", - წერს Vatican News.

რაც შეეხება დევნილებს, პაპმა განაცხადა, რომ მათზე ფიქრობს.

"პირველ რიგში, მე იმათზე ვფიქრობ, ვინც ღაზას ტოვებს შიმშილობის დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ პალესტინელ ძმებსა და დებს პრობლემები აქვთ საჭმელსა და სამედიცინო დახმარებაზე", - ამბობს პაპი.