ჯო ბაიდენის ოჯახმა პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენისკენ მოუწოდა, – იუწყება CNN ბაიდენის მრჩევლებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, ბაიდენის ოჯახი, მათ შორის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ვაჟი ჰანტერ ბაიდენი და შვილიშვილები, კემპ დევიდში შეიკრიბნენ და პრეზიდენტს სთხოვეს, ხელახალი არჩევისთვის ბრძოლა განაგრძოს.
პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა CNN-ს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ბაიდენს ცალსახა მხარდაჭერა შესთავაზეს.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს, შესაძლოა, დაერწმუნებინა ბაიდენი, ხელახალი გაპრეზიდენტებისთვის ბრძოლაზე უარი ეთქვა.