ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, „არ გაამწვავოს ცეცხლი“ უკრაინის კონფლიქტში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვან ვენბინის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტში ჩინეთის მიერ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ვაშინგტონი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

პეკინში აცხადებენ, რომ ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობითი პარტნიორობა ემყარება მესამე მხარის მიუმხრობლობას, არაკონფრონტაციას და სამიზნედ ქცევას.

ვან ვენბინის თქმით, ჩინეთი არასდროს მიიღებს აშშ-ის მითითებებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.

„აშშ უკრაინის ბრძოლის ველზე იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ვაშინგტონმა ასევე გამოაცხადა კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ახლა აშშ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ჩინეთის მიერ იარაღის მიწოდების შესახებ. რა არის მათი განზრახვა? აშშ აცხადებს, რომ სურს მშვიდობის შენარჩუნება. ფაქტობრივად, ის დიდ სარგებელს იღებს ომისგან. აშშ-ს სამხედრო ინდუსტრია უკრაინის ბრძოლის ველზე დიდ სიმდიდრეს იძენს. სად არის მათი სინდისი? აშშ ოდესღაც ატარებდა ავღანეთში ბოლო ავღანელამდე ბრძოლის პოლიტიკას. დღეს დაუშვებს, რომ უკრაინამ უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს?“ – განაცხადა ვან ვენბინმა.