ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ჩეხური მედიის თანახმად, ქალაქ ჰუსტოპეჩესთან ლიანდაგებიდან მატარებლის გადასვლის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა ლოკომოტივს, ტოქსიკური ბენზოლით სავსე 17-დან 15 ვაგონ-ცისტერნას და სატრანსფორმატორო ქვესადგურს.
ხანძარი ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა. მის ჩაქრობაში ჩეხებთან ერთად სლოვაკებიც მონაწილეობენ. ერთობლივი ძალებით მისი ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა სრულ ჩაქრობას, როგორც ვარაუდობენ, დაღამებამდე ვერ შეძლებენ.
ხანძრის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი, შეწყდა სარკინიგზო მოძრაობა ბრატისლავა-ბრნო-პრაღის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე. ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას მოუწოდეს არ გავიდნენ ქუჩებში, სახლში ყოფნისას კი არ გააღონ ფანჯრები.