ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა, ხოლო ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში რელიგიური ნიშნით ამართლებს რუსულ აგრესიას.
Český sankční seznam zná první jméno. Patriarcha Kirill na sankční seznam patří, a to právě proto, že víru nelze zneužívat k ospravedlnění zvěrstev, kterých se ruští vojáci na Ukrajině dopouštějí. pic.twitter.com/KPL0Z4x1xj
— Jan Lipavský (@JanLipavsky) April 26, 2023